საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

GEORGIAN STATE TEACHING UNIVERSITY OF PHYSICAL EDUCATION AND SPORT

19 სექტემბერი, 2019

სპორტის უნივერსიტეტს იოზეფ პილსუდსკის სახელობის ფიზიკური აღზრდის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია

 

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს პოლონეთიდან იოზეფ პილსუდსკის სახელობის ფიზიკური აღზრდის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია. აღნიშნულ უნივერსიტეტთან  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმებულია 2018 წლის 27 ოქტომბერს.  2019 წლის  18 სექტემბერს გამართული შეხვედრის დროს კი, იოზეფ პილსუდსკის ფიზიკური აღზრდის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ტომაშ სზკიბასა და  სპორტის უნივერსიტეტის რექტორს, ჯემალ ძაგანიას შორის შედგა შეთანხმება მემორანდუმის საფუძველზე განსახორციელებელი ერთობლივი პროექტებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.  გამოცდილების გაზიარების მიზნით, დაიგეგმა  ორმხრივი ვიზიტების ორგანიზება და სტუდენტთა/პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამების შემუშავება, ასევე, პროგრამაში Erasmus + ერთობლივი განაცხადების წარდგენა ევროკომისიის დაფინანსების მოპოვების მიზნით.