12 დეკემბერი, 2015

სპორტის უნივერსიტეტს ევროპის ხელბურთის ფედერაციის ლექტორი, ქ. ლუბლიანას უნივერსიტეტის სპორტის ფაკულტეტის პროფესორი მარკო სიბილა ესტუმრა

სპორტის უნივერსიტეტში სტუმრად იყო ევროპის ხელბურთის ფედერაციის ლექტორი, ქ. ლუბლიანას უნივერსიტეტის სპორტის ფაკულტეტის პროფესორი მარკო სიბილა. სტუმარსა და სპორტის უნივერსიტეტის რექტორს პროფესორ ჯემალ ძაგანიას შორის მოხდა შეთანხმება, რომ როგორც ევროპის ხელბურთის ფედერაციას ისე ლუბლიანას უნივერსიტეტსა და საქართველოს სპორტის უნივერსიტეტს შორის იქნება მჭიდრო ურთიერთობები და სამომავლოდ გაფორმდება მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.