12 ნოემბერი, 2015

11-12 ნოემბერს სამეცნიერო-მეთოდური კონფერენცია გაიმართა

2015 წლის 11-12 ნოემბერს  საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა  სამინისტროს სააქტო დარბაზში გაიმართა  სქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო-მეთოდური კონფერენცია. აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის, სოხუმის და თელავის უნინერსიტეტის პროფესორ - მასწავლებლებმაც.

     კონფერენციის თემა იყო „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სწავლების ძირითადი პრობლემები საჯარო სკოლებში“.  ორი დღის განმავლობაში მოსმენილ იქნა 21 მოხესენება.   მომხენებლებმა ხაზი გაუსვეს  იმ სავალალო მდგომარეობას, რომლებიც დღეის მდგომარეობით  არის ჩვენს ქვეყანაში. პრობლემების გამოვლენასთან ერთად პროფესორ -მასწავლებლებმა  ილაპარაკეს იმ სავარაუდო გზებზე, რომელთა მოგვარების შემდეგ აღმოიფხვრება  ზოგად საგანმანათლებლო სკოლებში არსებული  მდგომარეობა და საგრძნობლად გაუმჯობესდება  ფიზიკური -აღზრდისა და სპორტის სწავლების ძირითადი პრობლემები.

 

     კონფერენციაზე  მიღებულ  იქნა  გადაწყვეტილება, რომ წარმოდგენილი მოხსენებები გამოქვეყნებულ იქნას კრებულის  სახით.