საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

GEORGIAN STATE TEACHING UNIVERSITY OF PHYSICAL EDUCATION AND SPORT

08 ნოემბერი, 2019

საქართველოს სამბისტთა ეროვნულმა ნაკრებმა, 2019 წლის სამბოს მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღეს 4 მედალი მოიპოვა!

2019 წლის სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც სამხრეთ კორეის დედაქალაქ  - სეულში ტარდება, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ტურნირის მეორე დღეს 4 მედალი მოიპოვეს, აქედან 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

 

ვერცხლი:

ნინო ოძელაშვილი (72 კგ.)

მინდია ლილუაშვილი (68 კგ.)

პაატა ღვინიაშვილი (90 კგ.)

 

ბრინჯაო:

გივი ნადარეიშვილი (52 კგ.)

 

ზემოთ ხსენებული ტურნირი, საერთაშრისო სამბოს ფედერაციის ეგიდით ყოველწლიურად იმართება. წლევანდელი ღონისძიება 7 ნოემბერს დაიწყო და ამავე თვის 11 რიცხვამდე გაგრძელდება.