26 ოქტომბერი, 2015

თბილისიმარათონი 2015-ის გამარჯვებული დავით ხარაზიშვილი გახდა

25 ოქტომბერს თბილისში, კომპანია "ჰაიდელბერგცემენტ  ჯორჯიას", თბილისიის მერიის, სპორტისა და ახალგაზრდობის  საქმეთა სამინისტროსა და „სპორტი ყველასათვის“ ფედერაციის თაოსნობით  ჩატარდა საერთაშორისო საქველმოქმედო  შეჯიბრება „თბილისი  ½ მარათონი -2015“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო  თერთმეტი ქვეყნის წარმომადგენელმა. ვაჟთა შორის   გაიმარჯვა  საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტმა დავით ხარაზიშვილმა,   რომელმაც 21 კილომეტრიანი დისტანცია  1:10:03     დაფარა.  ქალთა შორის მეორე ადგილზე გავიდა ასევე სპორტის უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი თინათინ პაპუაშვილი  შედეგით -1:38:42. გამარჯვებულები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დააჯილდოვა. აღნიშნული ღონისძიების ორგანიზების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები უნივერსიტეტის სტუდენტი  „ვოლანტიორები“..

ვულოცავთ ამ  წარმატებას ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებს და ვუსურვებთ შემდგომ გამარჯვებებს .