საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

GEORGIAN STATE TEACHING UNIVERSITY OF PHYSICAL EDUCATION AND SPORT

30 ნოემბერი, 2019

ტოკიოში ოლიმპიური პლაკატები გამოიფინება

ოლიმპიური ხელოვნების მოყვარულებს 7 იანვარიდან 16 თებერვლის ჩათვლით იაპონიის დედაქალაქში ტოკიო-2020-ის ოფიციალური პლაკატების გამოფენა ელით.

გამოფენა  ტოკიოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართება.  ექსპოზიციის მიზანია მომავალი წლის ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშებისადმი ცნობადობის გაზრდა.

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ადგილობრივ და  უცხოელ ხელოვანთა (ფოტოგრაფთა, მხატვართა, კალიგრაფთა, გრაფიკოს დიზაინერთა) ნამუშევრები, კონკრეტულად - ტოკიოს თამაშებისთვის შერჩეული პლაკატები.

რა თქმა უნდა,  გამოიფინება ასაო ტოკოლოს ნამუშევრებიც, რომელმაც ტოკიო-2020-ის ემბლემა შეიმუშავა. ტოკოლა ორ ნამუშევარს წარმოადგენს, რომელთაგან ერთი ოლიმპიურ თამაშებს ეძღვნება, მეორე - პარალიმპურს.

საგულისხმოა, რომ ეს იქნება ოლიმპიური თამაშების ოფიციალური პლაკატების პირველი გამოფენა.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი