10 ოქტომბერი, 2015

ყაზახეთის და ტაჯიკეთის დელეგაციის სტუმრობა

2015 წლის 9 ოქტომბერს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე  შალვა გოგოლაძე, სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე,     ფიზიკური    აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი ჯემალ ძაგანია     ყაზახეთისა  და ტაჯიკეთის  დელეგაციას შეხვდნენ,  რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ   - კაირატ  ზაკირიანოვი  - ფიზიკური კულტურისა და სპორტის საერთაშორისო უნივერსიტეტების ასოციაციის პრეზიდენტი, გულბარამ კულახმეტოვა  - ფიზიკური კულტურისა და სპორტის საერთაშორისო უნივერსიტეტების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი,  ბაურჟან ზაკირიანოვი - ყაზახეთის სპორტისა და ტურიზმის აკადემიის რექტორი, შოდი საფაროვი  - ტიჯიკეთის ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის რექტორი   და ალექსანდრე მაკოგონოვი -ყაზახეთის სპორტისა და ტურიზმის აკადემიის რექტორის პირველი მოადგილე. ამ დელეგაციის  ვიზიტის მიზანი იყო 2015 წლის 5-8 სექტემბერს სომეთის  დედაქალაქ   ერევანში XIX-ე საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესზე    მიღებული გადაწყვეტილების  გაცნობა , რომლის თანახმადაც   საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი  გაწევრიანებულ იქნა ფიზიკური კულტურისა და სპორტის უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციაში.

დელეგაციის ხელმძღვანელმა,  ასოციაციის პრეზიდენტმა, კაირატ  ზაკირიანოვმა   საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ჯემალ ძაგანიას, საზეიმო ვითარებაში გადასცა  სპორტის საერთაშორისო უნივერსიტეტების ასოციაციაში გაწევრიანების დამადასტურებელი სერტიფიკატი.