05 ოქტომბერი, 2015

სპორტის უნივერსიტეტმა ყაზახეთის და ტაჯიკეთის რესპუბლიკის დელეგაციებს უმასპინძლა

2015 წლის 5 ოქტომბერს,  საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა  ყაზახეთის  და ტაჯიკეთის რესპუბლიკის დელეგაციებს უმასპინძლა.

 

  ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ყაზახეთის სპორტისა და ტურიზმის აკადემიის, ტაჯიკეთის ფიზიკური კულტურის ინსტიტუტსა და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის, რის შემდეგაც სამივე ქვეყნის დელეგაციები გაემგზავრნენ ერევანში XIX-ე საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესზე „ოლიმპიური სპორტი და სპორტი ყველასთვის“. კონგრესის ფარგლებში იგეგმება საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის გაწევრიანება ფიზიკური კულტურისა და სპორტის უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციაში.