28 სექტემბერი, 2015

სპორტის უნივერსიტეტის მწვრთნელთა ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტმა დავით ხარაზიშვილმა ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა

2015 წლის  27 სექტემბერს  "42-ე BMW ბერლინის მარათონზე", რომელიც ბერლინში გაიმართა, სპორტის უნივერსიტეტის მეორე კურსის მწვრთნელთა ფაკულტეტის სტუდენტმა დავით ხარაზიშვილმა საქართველოს ისტორიაში პირველი ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა , მან მარათონის დისტანცია 02:16:17 შედეგით დაფარა და ამით საქართველოს ახალი რეკორდიც დაამყარა.    ვულოცავთ დავითს ამ მიღწევას და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებთ.