25 სექტემბერი, 2015

ვასილ ლობჟანიძე მსოფლიო თასების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბედ შევიდა

სპორტის უნივერსიტეტის მეორე კურსის მწვრთნელთა ფაკულტეტის (სპეციალობა-რაგბი) სტუდენტი 18 წლის ვასილ ლობჟანიძე მსოფლიო თასების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბედ შევიდა, იგი ასევე ცნობილმა სარაგბო გამოცემა Planetrugby-მ მსოფლიო თასის პირველი ტურის სიმბოლური ნაკრებში შეიყვანა, რომელსაც თან შემდეგი დახასიათება ახლდა: "ვასილ ლობჟანიძე (საქართველო): მსოფლიო თასების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბემ თავისი პირველი თამაში ტონგას წინააღმდეგ ყოველგვარი ხარვეზის გარეშე ჩაატარა. ის დიდებულად მართავდა მორკინალებს. მას შიში ოდნავადაც არ ეტყობოდა, რამდენჯერმე ფეხით თამაშში სნაიპერული ნიჭი გამოავლინა და მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების უმნიშვნელოვანეს გამარჯვებაში საკვანძო როლი ითამაშა." ვულოცავთ ვასილს ამ წარმატებას და დღევანდელ მატჩში არგენტინის წინააღმდეგ ჩვენს მორაგბეთა ნაკრებს გამარჯვებას ვუსურვებთ.