23 სექტემბერი, 2015

პროფესორ ჯუანშერ ზალდასტანიშვილს ვულოცავთ თანამედროვე ხუთჭიდის პოპულარიზაციისა და განვითარების საქმეში განსაკუთრებული წვლილისათვის ღირსების ოქროს მედალს

თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა კლაუს შორმანმა 2015 წლის 19-21 სექტემბერს ქ.ბათუმში ტრიატლსა და დუატლში გამართულ მსოფლიო  ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორ ჯუანშერ ზალდასტანიშვილს თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიატლონის პოპულარიზაციისა და განვითარების საქმეში განსაკუთრებული წვლილისათვის გადასცა ღირსების ოქროს მედალი.  მთელი კოლექტივი ვულოცავთ ბატონ ჯუანშერს ამ აღიარებას.