21 ნოემბერი, 2016

სპორტის უნივერსიტეტში 15-16 ნოემბერს სამეცნიერო კონფერენცია - „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის თანამედროვე მდგომარეობა და განვითარების ტენდენციები“ ჩატარდა

სპორტის უნივერსიტეტში 15-16  ნოემბერს  სამეცნიერო კონფერენცია - „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის თანამედროვე მდგომარეობა და  განვითარების ტენდენციები“    ჩატარდა.

კონფერენციაზე შემდეგი მოხსენებებით წარსდგნენ:

1.       ასოცირებული პროფესორი ა. ეგოიანი, ი.ხიპაშვილი, – ფსიქოლოგიურ კომპიუტერული ტესტების გამოყენება სპორტსმენთა მომზადების პროცესში.

2.       პროფესორი ა. თავართქილაძე - ფიზიკური დატვირთვებისადმი ორგანიზმის მზად ყოფნის ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური მაჩვენებლების ურთიერთკავშირის შესახებ.

3.       ასოცირებული პროფესორი ე. ფეროიანი,  მოწვეული ლექტორი მარიამ პაპიაშვილი - პიროვნული და სიტუაციური შფოთვის დონე მაღალ კვალიფიციურ მოცურავეებში.

4.       ასოცირებული პროფესორი ე. ხურციძე-ახალი ბიოლოგიურად აქტიური ცილოვანი ბუნების საკვები დანამატები და მათი გამოყენების პერსპექტივები სპორტში.

5.        ასისტენტ პროფესორი ნ. პაპუკაშვილი, ასისტენტ პროფესორი  . ბერიანიძე, პროფესორი . ტუღუში -მშვენიერების და ხელოვნების ადგილი სპორტში.

6.       ასისტენტ პროფესორი გ. გოგოძე - უმაღლესი კვალიფიკაციის სპორტსმენების მომზადების სპორტულ-პედაგოგიური საფუძვლები.

7.       პროფესორი გ. ფარულავა, პროფესორი დ.ზურაბაშვილი -პასიური მწეველი და ჯანმრთელობის საკითხები.

8.       უფროსი მასწავლებელი მ.მაღლაკელიძე - მოსწავლეთა მასობრივი და თანასწორუფლებიანი ჩართულობა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე.

9.       ასისტენტ პროფესორი ნ. ბერიანიძე, ასისტენტ პროფესორი ნ.პაპუკაშვილი, პროფესორი ე. კორინთელი - საქართველოს აკრობატ გოგონათა ფიზიკური და ფუნქციური მონაცემთა მაჩვენებლები საერთაშორისო შეჯიბრებისათვის მზადების პერიოდში.

10.   პროფესორი ლ.კაკიაშვილი, ასოცირებული პროფესორი კ.ხვედელიძე, ასოცირებული პროფესორი ქ.ბერიძე, პროფესორი მ. ქოჩაკიძე, ასოცირებული პროფესორი ვ. ბაკაშვილი  - კუნთოვანი ძალა და ცენტრალური ნერვული სისტემის მდგომარეობა ქალ სპორტსმენებში ბიოლოგიური ციკლის ფაზების გათვალისწინებით.

11.   ასოცირებული პროფესორი ვ.ლიპარტელიანი - მასობრივი სპორტის განვითარება საქართველოში: არსებული რეალობა და საერთაშორისო პრაქტიკა.

12.    ასისტენტი ზ.ჯაფარიძე - ბარსელონას ოლიმპიური თამაშები და საქართველო - საუკუნის დიპლომატიური კურიოზი.

13.    ასოცირებული პროფესორი თ.ჩაჩიბაია, პროფესორი ელენე გიორგაძე, ირაკლი ხარჯავანიძე - სპორტის მენეჯმენტის განათლების, დოქტურანტურის პროგრამის განვითარება ვეტერანი სამხედროების რეინტეგრაციისთვის.

14.    პროფესორი გ.ზუბიტაშვილი - ქართული ჭიდაობის განვითარების საკითხი ძიუდოსთან ინტეგრირების ფონზე.

15.     ასისტენტ პროფესორი ბ.ციცაგი -სპორტის სფეროს კვალიფიციური სპეციალისტების მოზადების და გადამზადების პრობლები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაგალითზე.

16.    პროფესორი მ.მნათობიშვილი - ფიზ.აღზრდის და სპორტის გაკვეთილებზე მოქნილობის განვითარების პერსპექტივები.

17.    ასოცირებული პროფესორი  ქ. ქობალია -ფიზიკური აღზრდის და სკოლის მასწავლებლების გადამზადების აქტუალური პრობლემები.

18.    ასოცირებული პროფესორი მ.გარუჩავა - სპორტსმენის კვებაში გამოყენებული სრულფასოვანი ცილების ამინომჟავური შედგენილობა.

19.    პროფესორი გ.კახიძე - ფიზიკური აღზრდის არსებული მდგომარეობისა და მისი გაუმჯობესების გზების შესახებ საქართველოს სკოლებში.

20.    ასოცირებული პროფესორი ქ.ხაზარაძე, მედიცინის დოქტორი ნ.ჯაფარიძე, ბიოლოგიის დოქტორი რ.ხაზარაძე- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის ადაპტიური სპორტის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში.

21.   პროფესორი გ.მძინარაშვილი - ტაქტიკური მომზადების პრიორიტეტული მნიშვნელობა თავისუფალ ჭიდაობაში.

22.    პროფესორი ჯ.ძაგანია - ჯანსაღი ცხოვრების წესი, სპორტი და გარემო.

 

 საკონფერენციო მოხსენებები დაიბეჭდება სრულად და ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონული ფორმით.