29 დეკემბერი, 2016

სპორტის უნივერსიტეტის წარმატება XX საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესზე

2016 წლის 16-18 დეკემბერს ქ. სანკტ-პეტერბურგში ჩატარდა XX საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესი თემაზე "ოლიმპიური სპორტი და სპორტი ყველასათვის".

კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდნენ სპორტის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ედუარდ ფეროიანი და მოწვეული პედაგოგი -დოქტორანტი ნინო ძაგანია.  მათმა თემამ ჟიურის სპეციალური სიგელი დაიმსახურა.