09 იანვარი, 2017

სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტების სტაჟირება საზღვარგარეთ

 

           საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და თურქეთის რესპუბლიკის ქ. ტარსუსის რეაბილიტაციის ცენტრ „YENIDE SEVGI”-   შორის 2016 წლის 11 ნოემბერს  გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე,  2017 წლის 6 იანვარს მე-3 კურსელ წარმატებულ სტუდენტთა ექვსკაციანი ჯგუფი (შაქრო  აბრამიშვილი,     გიორგი  აბულაძე,   მაია ისაშვილი,    გიორგი  სვიმონიშვილი,   სოფიკო ჩიტაური და    ოთარ ხუციშვილი) ორკვირიან სტაჟირებაზე  გაემგზავრა.  სტაჟირება მიმართულია პროფესიული დონის ამაღლებისა  და დამატებითი გამოცდილების მისაღებად.