30 იანვარი, 2017

ერასმუს+ სპორტი - საინფორმაციო დღე

31 იანვარს ბრიუსელში ევროპული კომისიისა და  ევროპის განათლების, აუდიოვიზუალური და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA)  ორგანიზებით დაგეგმილია „ვებინარი“ ერასმუს+ ის საკითხებზე სპორტის სფეროში, რომლის მიზანს წარმოადგენს პოტენციური აპლიკანტებისთვის 2017 წლის დაფინანსების შესაძლებლობების გაცნობა. მომხსენებლები მსურველებს მისცემენ რჩევებს განაცხადების მომზადებისა და წარდგენის შესახებ. ასევე, ინფორმაციას მიაწვდიან დაფინანსების წყაროებსა და შესაძლებლობებზე.

საინფორმაციო სესიები ხელმისაწვდომია ონლაინ რეჟიმში. აღნიშნულ სესიებში მონაწილეობის მისაღებად საჭირო არ არის რეგისტრაცია. მონაწილეობის მიღება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: http://eacea.ec.europa.eu/erasmus-plus/events/sport-infoday-31-january-2017_en  და ტვიტერზე „ჰაშთაგის“ გამოყენებით #sportinfoday

სამუშაო სესიები თბილისის დროით:

 12:30-13:00 Erasmus+ Sport, The policy context

 13:00-14:00 Erasmus+ Sport, The policy context

 14:30-15:30 Erasmus+ Sport, Submission and Selection Procedures

 17:00-18:00 Parallel Working sessions

 18:30-19:15 Networking Area Possibilities to meet potential partners and exchange ideas

 19:15-20:15 Other EU funding opportunities