10 თებერვალი, 2017

ინოვაციების და სპორტის კონფერენცია - 18-19 მაისი 2017 Groupama Arena, ბუდაპეშტი, უნგრეთი

გვაქვს პატივი მოგიწვიოთ უნგრეთის ეროვნული სავაჭრო სახლისა და ბუდაპეშტის ფიზიკური აღზრდის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ინოვაციების და სპორტის ორენოვან კონფერენციაზე. ჩვენი მიზანია ხელი შეუწყოთ დიალოგის განვითარებას ბოლოდროინდელ კვლევებზე, ინოვაციურ იდეებზე და მეთოდებზე და მოვახდინოთ შემდგომი პროცესების სტიმულაცია , რომ ყველა იდეა წარმატებულ პროცესად გადავაქციოთ.  ეს ყველაფერი განსაკუთრებით აქტუალურია ამ პერიოდში, რადგან კონკურენტულ სპორტის ასპარეზზე მიდის ბრძოლა ოლიმპიური წარმატებებისთვის. აქედან გამომდინარე, ზემოთ ხსენებულ კონფერენციაზე, ჩვენ გვსურს მოვიწვიოთ მეცნიერები და სპორტული აქტივობის ყველა  სფეროს პროფესიონალები, რომ გავაზიაროთ მათი გამოცდილება, პრაქტიკა და ცოდნა. მომხსენებლები შემოგვთავაზებენ თავიანთ იდეებს პრეზენტაციების, სემინარების, მრგვალი მაგიდის დისკუსიით სახით მწვრთნელებთან, მეცნიერებთან, პედაგოგებთან და მომავალ ბიზნეს პარტნიორებთან ერთად. კონფერენციის გამართვის ადგილი „Groupama Arena“  გთავაზობთ მრავალ უპირატესობას, კომფორტულ ადგილმდებარეობას და ღონისძიების წარმატებით განხორციელებისთვის ყველა შესაბამის ასპექტს.  კონფერენციის დასრულების შემდეგ, მომხსენებლებს ექნებათ თავიანთი ნაშრომის ელექტრონული პუბლიკაციის საშუალება ინგლისურ და უნგრულ ენებზე.


20 წუთიანი რეფერატები უნდა იყოს წარმოდგენილი 2017 წლის 1 მარტამდე ელ.ფოსტაზე sportinno2017@tradehouse.hu ფოსტის თემის სათაურში მიუთითეთ „Sportinno reg“. გთხოვთ რეფერატში ასევე მიუთითოთ საგნობრივი კოდი ქვემოთ მოცემული ჩამონათვალიდან, რომელიც შეესაბამება თქვენს 20 წუთიან პრეზენტაციას. პრეზენტაცია უნდა შეიცავდეს:

  1. ავტორის სახელი გვარი, სასწავლო დაწესებულება რომელსაც ის წარმოადგენს და მისი ელექტრონული ფოსტის მისამართი.
  2. პრეზენტაციის სათაური.
  3. ქვემოთ მოცემული ჩამონათვალიდან რომელი ნომერი შეესაბამება თქვენი პრეზენტაციის თემას.
  4. 300-500 სიტყვიანი რეფერატი, შემაჯამებელი სიტყვა და დასკვნები.
  5. პრეზენტაციის ფორმატი და მის წარმოსადგენად საჭირო პროგრამები, ინტერნეტი და სხვა ციფრული მედია და კომპიუტერული ხელსაწყოები.
  6. ავტორის ბიოგრაფია, მაქსიმუმ 400 სიტყვა.

ძირითადი თემატური მიმდინარეობები:

ა. სპორტის ინოვაციური სოციალური როლი.

ბ. კარპატების აუზის სპორტის ინოვაცია და პრაქტიკა

გ.  კონკრეტულ სპორტულ მიმდინარეობებში ინოვაციების დაგეგმარება და პრაქტიკა.

დ. სპორტული ინოვაციები ჯანსაღ ცხოვრების წესში.

ე.  ინოვაციური, ჯანსაღ ცხოვრების წესზე ორიენტირებული შესაძლებლობების განვითარება

ვ. ინფორმატიკა, სტატისტიკა, ანალიტიკა: სპორტული მეცნიერება და განვითარება.

ზ. სპორტში გადაწყვეტილებების მიღების ინოვაციური გამოყენება.

თ.   ვარჯიში, შეჯიბრება, რეაბილიტაცია - სპეციფიური სპორტული ტექნოლოგიები

ი. ინოვაციური დაფინანსების მეთოდები სპორტში.

კ.  ცოდნის გადაცემა და სპორტი.

ლ. ინოვაციური სპორტული ობიექტების შექმნა და მართვა.

მ. ინოვაციური სამაგისტრო სწავლება სპორტის ექსპერტებისთვის.

ნ.  სპორტსმენების შერჩევის ინოვაციები.

ო. სპორტული ეკონომიკის თანამედროვე ტენდენციები.

 

 ასევე მივესალმებით და მივიღებთ დოქტორანტების და ახალგაზრდა მეცნიერების მასალებსაც.

 

 

ტექსტი ინგლისურ ენაზე