24 თებერვალი, 2017

სპორტის უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision- ს, მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის და ფიზიკური თერაპიის ასოციაციას შორის

      22 თებერვალს სპორტის უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision- , მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის და ფიზიკური თერაპიის ასოციაციას შორისშეხვედრას უმასპინძლ უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ჯემალ ძაგანიამ.

  შეხვედრას ესწრებოდნენ: ორგანიზაცია World Vision-ის წარმომადგენლები ვიქტორია მიდელაური,მაია ბაგრატიონი, ლუბა პროცტივა, კარინე აბეიანი, სუზან ეიტელი, ანდი ბამბერი, რორეინ მარიოტი,
შეხვედრის მიზანი იყო ფიზიკური თერაპიის, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეაბილიტაციის პროცესში ერთ-ერთი წამყვანი სფეროს საჭიროებების განხილვა.

   უნივერსიტეტის რექტორმა სტუმრებს მოახსენა, რომ ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველია, რომელმაც შექმნა საგანმანათლებლო პროგრამა ადაპტიური სპორტის მიმართულებით და  რომლის დასრულების შემდგომაც შესაძლებელია ფიზიკური რეაბილიტაციის სფეროში საქმიანობის გაგრძელება. ასევე, საქართველოს  ფიზიკურ თერაპევტთა ასოციაციის პრეზიდენტმა, უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა,  ელისო მურვანიძემ სტუმრებს გააცნო ასოციაციის მიზნები, სამომავლო გეგმები და ასოციაციის ხედვა სფეროში არსებული გამოწვევებისა და მათი  დაძლევის გზების შესახებ.