27 თებერვალი, 2017

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სპორტის მენეჯმენტის უმაღლესი კურსების პირველი სემინარი ჩატარდა

2017 წლის 27 თებერვალს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში,  საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის და  ოლიმპიური სოლიდარობის ეგიდით, სპორტის მენეჯმენტის უმაღლესი კურსების პირველი სემინარი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ სპორტის უნივერსიტეტის პროფესორ -მასწავლებლები და ადმინისტრაციის თანამშრომლები.

სემინარზე პრეზენტაციებით წარსდგნენ:

ელგუჯა ბერიშვილი-სეოკ-ის პირველი ვიცე პრეზიდენტი

რუსუდან  აფციაური-სეოკ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი/პროგრამის დირექტორი

ემზარ ზენაიშვილი- სეოკ-ის გენერალური მდივანი

ჯემალ ძაგანია- პროფესორი,  საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და  სპორტის სახელმწიფო სასწავლო  უნივერსიტეტის რექტორი

ანატოლი კორეპანოვი - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა  და სპორტის სახელმწიფო სასწავლო  უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი

ვასილ ლიპარტელიანი- სპორტისა და ახალგაზრდობის  საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა  და სპორტის სახელმწიფო სასწავლო  უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი; 

ლელა აფციაური- ეროვნული ოლიმპიური აკადემიის პრეზიდენტი; საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის  ვიცე პრეზიდენტი; საქართველოს ფიზიკური აღზრდისა  და სპორტის სახელმწიფო სასწავლო  უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

სპორტის მენეჯმენტის კურსები ძირითადად ეფუძნება თეორიულ ლექციებს სოკ-ის მიერ განსაზღვრულ მენეჯმენტის აქტუალურ საკითხებზე და ასევე  დისტანციურ სწავლებას წინასწარ მიწოდებულ თემებზე.

სპორტის მენეჯმენტის კურსები მოიცავს  6 თემას:

ოლიმპიური  სპორტული  ორგანიზაციების  მართვა

სტრატეგიული  მართვა

ადამიანური  რესურსების  მართვა

ფინანსური  მართვა

მარკეტინგი

მნიშნელოვანი  სპორტული  ღონისძიების  ორგანიზება

 

 

კურსის  წარმატებით  დასრულების   შემდეგ,  მონაწილეები  მიიღებენ  საერთაშორისო ოლიმპიური  კომიტეტის  უმაღლესი  ხარისხის  სერთტიფიკატს  ოლიმპიური  სპორტის ორგანიზაციების  მართვაში.