19 მარტი, 2017

სპორტის უნივერსიტეტის მაგისტრანტებმა მონაწილეობა მიიღეს გაცვლით პროგრამაში სომხეთის ფიზიკური კულტურის და სპორტის სახელმწფო ინსტიტუტში

 

2017 წლის 5-12 მარტს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სპორტის მენეჯმენტის ორმა მაგისტრანტმა, ზურა ბერუკაშვილმა და მურად ფახურიძემ, მონაწილეობა მიიღეს გაცვლით პროგრამაში, სომხეთის ფიზიკური კულტურის და სპორტის სახელმწფო ინსტიტუტში. გაცვლითი პროგრამა მოიცავდა ორ სასწავლო კურსს - კონტროლს სპორტულ ორგანიზაციებში და სპორტის მენეჯმენტს. გარდა ამისა, სტუდენტები შეხვდნენ სპორტული ფედერაციის წარმომადგენლებს და მოინახულეს ქ. ერევნის სხვადასხვა სპორტული ობიექტები. სტუდენტების სწავლის, კვების და განთავსების ფინანსური ხარჯები თავის თავზე აიღო სომხეთის მხარემ.