20 მარტი, 2017

20 მარტს სპორტის უნივერსიტეტში ფიზაღზრდის მასწავლებელთა ტრენინგი დაიწყო

20 მარტს სპორტის უნივერსიტეტში ფიზაღზრდის მასწავლებელთა ტრენინგი დაიწყო, რომელიც წარმოადგენს სპორტის უნივერსიტეტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივ  საპილოტე პროექტს.   აღნიშნულ ტრენინგში მონაწილეობს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის 20 მასწავლებელი. ფიზაღზრდის პედაგოგები გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს სპორტის 6 სახეობაში. პროექტის შედეგების მიხედვით იგეგმება სრულიად საქართველოს ფიზაღზრდის მასწავლებელთა გადამზადების პროგრამის შემუშავება. ლექციებს კითხულობენ სპორტის უნივერრსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები. ტრენინგი 6 დღის განავლობაში გაგრძელდება და დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.

 

http://mes.gov.ge/content.php?id=7082&lang=geo