23 მარტი, 2017

შეხვედრა სტივ ვერნერთან

მიმდინარე წლის 21 მარტს, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში შედგე შეხვედრა მწვრთნელთა ფაკულტეტის სპორტის მენეჯმენტის მაგისტრატურის სტუდენტებსა და ამერიკის მშვიდობის კორპუსის მოხალისე სტივ ვერნერს შორის. ბატონი სტივი მრავალი წელი მუშაობდა ამერიკის სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში, ასევე მონაწილეობას იღებდა არაერთ საერთაშორისო პროექტში. იგი ამჟამად მშვიდობის კორპუსის პროგრამის ფარგლებში მუშაობს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით და ძირითადად დაკავებულია ფონდების მოზიდვასა და სამინისტროსა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

 

შეხვედრაზე ბატონმა სტივმა სტუდენტებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება და გააცნო არასამთავრობო სპორტული ორგანიზაციის განვითარების ეტაპები. სტუდენტებმა ასევე მიიღეს საინტერესო რჩევები მენეჯმენტისა და ფონდების მოზიდვის კუთხით. შეხვედრის ბოლოს ბატონმა სტივმა მზადყოფნა გამოთქვა სამომავლო თანამშრომლობისთვის.