09 აპრილი, 2017

ლაშა ტალახაძე მსოფლიოს რეკორდსმენი გახდა

ვულოცავთ სპორტის კოლეჯის სტუდენტს და მსოფლიოს ყველაზე ღონიერ ადამიანს . ხორვატიის ქალაქ სპლიტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ატაცში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. 

ქართველმა მძიმეწონოსანმა 217 კგ დაძლია და უწინდელი რეკორდი, რომელიც ირანელ ბეჰდად სალიმის ეკუთვნოდა, კილოგრამით გააუმჯობესა.

23 წლის ქართველმა ძალოსანმა სპლიტში გამართული ჩემპიონატი აშკარა უპირატესობით მოიგო. ორჭიდში მან 467 კგ (2017+250) აჩვენა და მეორე ადგილზე გასულ სომეხ ძალოსანს გორ  მინასიანს მთელი 21 კილოგრამით აჯობა(211+235).  ლაშამ ევროპის ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ მოიპოვა.