21 აპრილი, 2017

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი სპორტის მენეჯმენტის მაგისტრატურის სტუდენტებსა და პროფესორ მასწავლებლებს შეხვდნენ

მიმდინარე წლის 19 აპრილს, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს დავით ქევხიშვილს და ფედერაციის სხვა წარმომადგენლებს უმასპინძლა, ასევე, შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ სპორტის უნივერსიტეტის ლექტორები.

            შეხვედრა მიზნად ისახავდა უნივერსიტეტის სპორტის მენეჯმენტის მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ძიუდოს ფედერაციის საქმიანობის სრულად გაცნობას, რომელიც ითვალისწინებდა სხვადასხვა მიმართულებებს რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე, როგორიცაა: მენეჯმენტი, მარკეტინგი, სპორტული ღონისძიებების ორგანიზება და სხვა.

 

            აღნიშნული შეხვედრის შედეგად, უნივერსიტეტის მაგისტრანტებს ჩამოუყალიბდათ მკაფიო წარმოდგენა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის საქმიანობასა და სამომავლო სამოქმედო გეგმებზე. შეხვედრის დასასრულს,  ფედერაციის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს სპორტის უნივერსიტეტის მაგისტრანტებს.