11 მაისი, 2017

სპორტის უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლების თემები უნგრეთის საერთაშორისო კონფერენციაზე იქნა წარდგენილი

         2017 წლის 18-19 მაისს ქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „ინოვაციების და სპორტის კონფერენცია“. კონფერენციაზე სპეციალური ყურადღება ეთმობა ფეხბურთს და ჩატარდება მრგვალი მაგიდა თემაზე „გაზომვა, შეფასება და ციფრული ვიზუალიზაციები ფეხბურთში“, რომელზეც წარდგენილი იქნება ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლების  ორი  სამეცნიერო თემა:  

 1. „ფეხბურთის ბურთის ტრაექტორიის 3D კომპიუტერული სიმულატორი ქარის და  ჰაერის წნევის გათვალისწინებით“ (ავტორები: ა. ეგოიანი, ი. ხიპაშვილი, კ. მოისწრაფიშვილი). 

2.„კომპიუტერული ტესტების გამოყენება სპორტსმენთა მომზადების პროცესში“ (ავტორები: ა. ეგოიანი, ი. ხიპაშვილი).         კონფერენციაზე წარდგენილი იქნება კომპიუტერული ტესტირების ახალი პროგრამა, რომლის საშუალებითაც  შესაძლებელი იქნება    სპორტსმენის რეაქციის საშუალო დროითი ინტერვალის პოვნა   სხვადასხვა მიმართულებით და  მისი რეაქციის სიმეტრიულობის კოეფიციენტის განსაზღვრა.