საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

GEORGIAN STATE TEACHING UNIVERSITY OF PHYSICAL EDUCATION AND SPORT

25 მაისი, 2017

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ვიცე-პრეზიდენტი ნიკა ჯღარკავა სპორტის უნივერსიტეტს ესტუმრნენ

 

25 მაისს  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი  ლევან კობიაშვილი და ვიცე-პრეზიდენტი ნიკა ჯღარკავა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის   სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ. შეხვედრა 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.  შეხვედრა  ძირითადად  ქართულ ფეხბურთში გატარებულ რეფორმებსა და მიმდინარე პროცესებს შეეხო. 

  უნივერსიტეტსა და ფეხბურთის ფედერაცის შორის სამომავლოდ დაგეგმილია ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება და სხვადასხვა კუთხით თანამშრომლობა. მსგავსი შეხვედრები უნივერსიტეტში კიდევ გაიმართება.