საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

GEORGIAN STATE TEACHING UNIVERSITY OF PHYSICAL EDUCATION AND SPORT

29 მაისი, 2017

ბუდაპეშტის საერთაშორისო კონფერენცია

2017 წლის 18-19 მაისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში   ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე;  ინოვაციების და სპორტის კონფერენცია.

კონფერენციაზე  სპეციალური ყურადღება დაეთმო ფეხბურთს და ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე;გაზომვა, შეფასება და ციფრული ვიზუალიზაციები ფეხბურთში”, რომელზეც წარდგენილი იყო ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლების ორი სამეცნიერო ნაშრომი

1.      ფეხბურთის ბურთის ტრაექტორიის 3D კომპიუტერული სიმულატორი ქარის და ჰაერის წნევის გათვალისწინებით“ (ავტორები: . ეგოიანი, . ხიპაშვილი, . მოისწრაფიშვილი).

2.      კომპიუტერული ტესტების გამოყენება სპორტსმენთა მომზადების პროცესში“ (ავტორები: . ეგოიანი, . ხიპაშვილი).

 

         ასოცირებული პროფესორის ალექსანდრე ეგოიანის მიერ გაკეთებულმა მოხსენებამ საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა და  ორივე ნაშრომი  გამოქვეყნდება  უნგრულ სამეცნიერო ჟურნალში „ფიზიკური აღზრდა, სპორტი და მეცნიერება“.