28 აგვისტო, 2016

ვულოცავთ ჩვენს ოლიმპიელებს

ვულოცავთ ჩვენს ოლიმპიელებს! 

 

 

 

 დამთავრდა  რიო დე ჟანეიროს  31-ე ოლიმპიური თამაშები, სადაც ჩვენი ქვეყნის 40 სპორტსმენი ასპარეზობდა, მოვიპოვეთ  7 მედალი (2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო). საქართველოს გუნდმა ამ მონაგარით 207 ქვეყანას შორის დაიკავა 38-ე ადგილი და კიდევ ერთხელ  დაამტკიცა, რომ სპორტული ქვეყანა ვართ.  ჩვენმა სასახელო სპორტსმენებმა ჩამოიტოვეს ისეთი  ქვეყნები როგორიცაა: ბელორუსი, აზერბაიჯანი, ჩეხეთი, თურქეთი, სლოვენია, რუმინეთი, ბულგარეთი, ნორვეგია, ფინეთი, პორტუგალია, ინდოეთი, ლიტვა, მექსიკა, ირლანდია და კიდევ 155 ქვეყანა. გვჯერა , ეს შედეგები კიდევ უფრო გაუმჯობესდება და  საქართველო უფრო ღირსეულ ადგილს დაიკავებს როგორც ოლიმპიურ თამაშებზე ისე საერთაშორისო დონის უდიდეს შეჯიბრებებზე.

 ვულოცავთ  სრულიად  საქართველოს ამ წარმატებას და დარწნუნებული ვართ, რომ  დევიზი - „უკეთ ვიდრე ლონდონში“, როგორც წარმატებით შევასრულეთ, ასევე წარმატებით შესრულდება დევიზი - „უკეთ ვიდრე რიო დე ჟანეიროში“  2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე.