საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

GEORGIAN STATE TEACHING UNIVERSITY OF PHYSICAL EDUCATION AND SPORT

02 ივნისი, 2017

სპორტის უნივერსიტეტი მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალზე

უკვე რამოდენიმე წელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ  ჩვენი ქვეყნის   სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტების ბაზაზე, საყოველთაო ინტერესის პირობებში, ტარდება  მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი.

        აღნიშნულ ფესტივალში წელს პირველად  ჩაერთვება საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიც,  რომელიც  განაპირობა ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორის, გიორგი ზუბიტაშვილის მიერ განათლების სამინისტროში წარდგენილმა და საერთაშორისო ჟიურის მიერ დადებითად შეფასებულმა  ფსიქოლოგიური თემატიკის პროექტმა: „ყურადღების ობიექტური და სუბიექტური ფაქტორის გამოვლენა მოზარდებში“.    

 

        სპორტის უნივერსიტეტს  მიეცა  შესაძლებლობა,  ფესტივალის ფარგლებში, 2017 წლის 30 სექტემბერს, უმასპინძლოს  საჯარო სკოლების   მოზარდებს.  მასტერკლასს თავად პროფესორი გიორგი ზუბიტაშვილი ჩაატარებს, რომელიც  კვლევითი და შემეცნებითი ხასიათის იქნება.