საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

GEORGIAN STATE TEACHING UNIVERSITY OF PHYSICAL EDUCATION AND SPORT

06 ივნისი, 2017

სპორტის მენეჯმენტის მაგისტრატურის სტუდენტები ტექნოპარკს ესტუმრნენ

მიმდინარე წლის 5 ივნისს, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, მწვრთნელთა ფაკულტეტის სპორტის მენეჯმენტის მაგისტრატურის სტუდენტები, სტუმრობდნენ ტექნოპარკს. ვიზიტის ფარგლებში მოხდა ტექნოპარკის დათვალიერება და სამუშაო სივრცეების სპეციფიკის გაცნობა. მაგისტრატურის კურსის ხელმძღვანელის, ვასილ ლიპარტელიანის პატრონაჟით ჩატარდა ლექცია თემაზე: „სპორტის მენეჯმენტი“. რის შემდეგაც სტუდენტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები სპორტის ინდუსტრიის და მისი განვითარების შესახებ.

რაც შეეხება ტექნოპარკს,ეს არის ფიზიკური სივრცე, სადაც თავმოყრილია ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და პროფესიონალური რესურსები და წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას, ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბიზნესის განვითარებისთვის. ტექნოპარკში დაინტერესებული პირი მიიღებს კონსულტაციებს, იდეის დამუშავებიდან მის პროტოტიპად ჩამოყალიბებასა და ბიზნესად განვითარებამდე. ტექნოპარკი მოიცავს როგორც მცირე ინკუბატორებს, სასწავლო ცენტრებს და ლაბორატორიებს, ასევე დიდ ოფისებს კომპანიებისათვის და ერთობლივ სამუშაო სივრცეებს.

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, სპორტის მენეჯმენტის მაგისტრატურის სტუდენტებმა, გამოხატეს სურვილი მომავალში აქტიურად ჩაერთონ ტექნოპარკის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში და მაქსიმალურად გამოიყენონ მისი შესაძლებლობები და რესურსები, რაც დადებითად აისახება მათ პროფესიულ და კარიერულ განვითარებაზე.