12 ივნისი, 2017

თეოდორა კახიანი ევროპის ჩემპიონია

თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ფარიკაობაში,  ქართველმა მოფარიკავემ თეოდორა კახიანმა ოქროს მედალი მოიპოვა. თეოდორა ხმლით ფარიკაობაში ევროპის პირველი ჩემპიონი გახდა საქართველოდან.   კახიანმა გადამწყვეტ პაექრობაში როსელა გრეგორიო (იტალია) დაჯაბნა - 15:8 .

ვულოცავთ თეოდორა კახიანს და სრულიად საქართველოს ამ ისტორიულ გამარჯვებას და ქართველ მოფარიკავე მანდილოსანს მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებთ.