04 ივნისი, 2016

სპორტის უნივერსიტეტსა და „თბილისის ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

 

6 აპრილს, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და „თბილისის ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი გულისხმობს ერთობლივი პროექტების და მასტერკლასების განხორციელებას და ასევე სპორტულ ბაზებზე სხვადასხვა სახის ღონისძიებების ჩატარებას, რაც ხელს შეუწყოფს სკოლის მოსწავლეთა შორის სპორტის მიმართ ინტერესის გაღვივებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

მემომორანდუმს ხელი მოაწერეს სპორტის უნივერსიტეტის რექტორმა ჯემალ ძაგანიამ და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა-თბილისის აკადემიურმა დირექტორმა არჩილ სუმბაძემ.