26 ივლისი, 2017

სპორტის უნივერსიტეტს ქ. ტარსუსიდან სარებილიტაციო ცენტრ “YENIDE SEVGI” -ის ხელმძღვანელობა ესტუმრა

მიმდინარე წლის 24 ივლისს სპორტის უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა ჯემალ ძაგანიამ მიიღო სტუმრები თურქეთის რესპუბლიკიდან.  კერძოდ  ქ. ტარსუსიდან, სარებილიტაციო ცენტრ YENIDE SEVGI” -ის დირექტორი ბატონი სელამ კიზილასლანი და აღნიშნული ცენტირის მფლობელი ქალბატონი სერაფ კიზილასლანი, მათ თან ახლდათ ჩვენი თანამემამულე, თურქეთში მოღვაწე ტარსუს სარეაბილიტაციო ცენტრის ფიზიოთერაპევტი ბატონი კახა კაციტაძე და ექიმი ქალბატონი მაკო კაპანაძე.

მხარეებმა ისაუბრეს თურქეთის ბაზაზე ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტების სასწავლო პრაქტიკების წარმატებულად ჩატარების თაობაზე.

სტუმრებმა ხაზი გაუსვეს ჩვენი სტუდენტების თეორიული მომზადების მაღალ დონეს და საქმისადმი სერიოზულ დამოკიდებულებას. რექტორმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს გულისხმიერებისათვის და სტუდენტებთან გაწეული შრომისათვის.

დაისახა პერსპექტიული გეგმები თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებისათვის.

 

შეხვედრამ ჩაიარა ორმხრივ გულთბილ ვითარებაში.