19 აგვისტო, 2017

სპორტის უნივერსიტეტსა და ეროვნულ თავდაცვის აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

18 აგვისტოს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და   ეროვნულ თავდაცვის აკადემიას შორის გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც  სპორტის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ჯემალ ძაგანიამ და  ეროვნული თავდაცვის აკადმიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ  მოაწერეს ხელი. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება მიზნად ისახავს სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური აღზრდის სფეროში ჩართული კადრების კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას და სხვადასხვა სახის თანამშრომლობას.

შეგეხსენებთ, რომ 2016 წლის 11-27 მაისს სპორტის უნივერსიტეტის ბაზაზე, ეროვნული თავდაცვის აკადემიიის 16-მა წარმომადგენელმა წარმატებით გაიარა "სამხედრო მოსამსახურეების საერთო და სპეციალური ფიზიკური მომზადების" კურსები.