20 სექტემბერი, 2017

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია და კონგრესი- “ოლიმპიური სპორტი და სპორტი ყველასათვის“ 2018 წელს თბილისში გაიმართება

 

 

 

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში 2017 წლის 14-16 სექტემბერს ჩატარდა რიგით 21-ე ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ოლიმპიური სპორტი და სპორტი ყველასათვის“. აღნიშნული კონფერენციის  ფარგლებში 15 სექტემბერს გაიმართა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის 21-ე კონგრესი. კონგრესის დღის წესრიგის ერთერთი საკითხი იყო თუ რომელ ქვეყანაში ჩატარდებოდა მომავალი წელს  ანალოგიური საერთაშორისო ფორუმი. 2018 წელს ღონისძიებების გამართვაზე პრეტენზიას სამი ქვეყანა აცხადებდა (ჩინეთი, ესპანეთი და საქართველო).  კონგრესის დელეგატებისთვის საქართველოსა და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. დელეგატების აბსოლიტურმა უმრავლესობამ, ერთსულოვნად, მხარი ჩვენს ქვეყანას დაუჭირა და შესაბამისად 2018 წელს აღნიშნულ საერთაშორისო ღონისძიებას საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი უმასპინძლებს.

უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია და კონგრესი საქართველოს სპორტის უმაღლეს სასწავლებელს დაარსებიდან  80 წლის იუბილის აღსანიშნავი ღონისძიებების  ფარგლებში ჩვენს დედაქალაქში 2018 წლის 11-13 ოქტომბერს გაიმართება.   ვულოცავთ ყველას ჩვენი ქვეყნის სპორტის უმაღლესი სასწავლებლის აღიარებას და ვუსურვებთ წარმატებას ამ დიდ საქმეში.