06 ნოემბერი, 2017

სპორტის უნივერსიტეტში საჯარო სკოლების ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელთა პროფესიული გადამზადება დაიწყო

სპორტის უნივერსიტეტში საჯარო სკოლების ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელთა პროფესიული გადამზადება დაიწყო. პირველ ეტაპზე დაგეგმილია თბილისის, შიდა ქართლისა და მცხეთა-თიანეთის სკოლების ფიზ. აღზრდისა და სპორტის პედაგოგების გადამზადება, რომელსაც სპორტის უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლები გაუძღვებიან. 2017 წელს ტრენინგ მოდულს 750-ზე მეტი პედაგოგი გაივლის.
ზემოაღნიშნულ პროექტს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი დეცენტრალიზაციის პროცესის ფარგლებში ახორციელებს, რომელიც ცენტრმა 2016 წლის ბოლოს დაიწყო და სამომავლოდ არაერთ მსგავს ღონისძიებას გეგმავს.