საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

GEORGIAN STATE TEACHING UNIVERSITY OF PHYSICAL EDUCATION AND SPORT

08 ნოემბერი, 2017

სპორტის უნივერსიტეტს ხორვატი პროფესორი ს. იანკოვიჩი ესტუმრა

4 ნოემბერს სპორტის უნივერსიტეტს ხორვატი პროფესორი ს. იანკოვიჩი ესტუმრა, იგი რექტორს, პროფესორ ჯემალ ძაგანიას და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ვლადიმერ ბოჟაძეს შეხვდა.  შეხვედრამ სამუშაო ვითარებაში  ჩაიარა, განხილული იყო სამომვალო ურთიერთთანამშრომლობის გეგმები.

პროფესორი იანკოვიჩი არის ზაგრების უნივერსიტეტის კინეზიოლოგიის ფაკულტეტის პროფესორი,  ასევე  ხორვატიის ფეხბურთელთა ნაკრების  და ზაგრების დინამოს მთავარი ექიმი.