ბიბლიოთეკის შესახებ

უკან დაბრუნება

ბიბლიოთეკა არის საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეული, რომლის ამოცანას წარმოადგენს წიგნებისა და პუბლიკაციების კოლექციის გამრავლფეროვნება და ლიტერატურის ელექტრონული ვერსიის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ჩვენი ბიბლიოთეკა ღიაა სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლებისათვის და მათ სთავაზობს ბეჭდური და ელექტრონული სახელმძღვანელოების, სამეცნიერო ჟურნალებისა და ნაშრომების ფართო არჩევანს.