საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

GEORGIAN STATE TEACHING UNIVERSITY OF PHYSICAL EDUCATION AND SPORT

სტუდენტთა კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების სამსახურის დებულება

უკან დაბრუნება

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

 

 

სტუდენტთა კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების სამსახურის დებულება 

 მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

 1.1 საქართველოს  ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო  უნივერსიტეტის  სტუდენტთა კარიერული განვითარებისა და კურსამთავრებულთა დასაქმების სამსახური  არის უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეული.

1.2 სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს  საქართველოს კანონმდებლობის, უნივერსიტეტის დებულებისა და წინამდებარე დებულების და უნივერსიტეტში მოქმედი სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

1.3 სამსახური, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის რექტორისა და აკადემიური საბჭოს წინაშე, ასრულებს კანონის საფუძველზე რექტორისა და აკადემიური საბჭოს მიერ დაკისრებულ მოვალეობებს.

მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

2.1 უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარებისა და კურსამთავრებულთა დასაქმების სამსახურისთვის განსაზღვრული თანამდებობებია: სამსახურის უფროსი და მთავარი სპეციალისტი.

2.2 სამსახურის უფროსს და მთავარ სპეციალისტს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი.

2.3 სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის რექტორის წინაშე.

მუხლი 3. სამსახურის უფროსი:

) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;

) ახდენს წლის მანძილზე ჩასატარებელი ღონისძიებების კალენდრის შედგენას;

 ) შეიმუშავებს სამსახურის სამოქმედო და სტრატეგიულ გეგმებს;

 

) გეგმავს და ორგანიზებას უწევს დასაქმების ფორუმს, ავრცელებს ინფორმაციას დამსაქმებლების მიერ მოწოდებული ვაკანტური ადგილების შესახებ და შესაბამისად უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა ინფორმირებულობას;

) შეიმუშავებს  სამსახურის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებს და სახავს მათი განხორციელების კონკრეტულ ღონისძიებებს;

) რეგულარულად აწყობს დამსაქმებლებთან მიზნობრივ შეხვედრებს;

) ახდენს შრომის ბაზრის დინამიკის რეგულარულ ანალიზს და არსებული ვაკანსიების მონიტორინგს;

 აწარმოებს დონორებისა და პარტნიორი ორგანიზაციების მოძიებას.

მუხლი 4.  მთავარი სპეციალისტი დახმარებას უწევს სამსახურის უფროსს სამსახურის ამოცანების შესრულებასა და მისი ფუნქციებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებაში.

) უზრუნველყოფს ინფორმაციის მოპოვებას სტუდენტთა აკადემიური მოსწრების შესახებ;

) უზრუნველყოფს ინფორმაციის მოპოვებას უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა დასაქმების შესახებ;

) ხელს უწყობს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის ტრენინგების ჩატარებას;

) კონსულტაციებს უწევს სტუდენტებს პროფესიული ორიენტაციისა და დასაქმების საკითხებზე;

) ქმნის დამსაქმებელთა ერთიან მონაცემთა ბაზას, დეტალური საკონტაქტო ინფორმაციით;

) სტუდენტის თანხმობით უზრუნველყოფს სტუდენტების მონაცემთა გადაგზავნას კონკრეტულ ვაკანსიებზე, ასევე მათთვის სტაჟირებისა თუ დასაქმების სხვა შესაძლებლობების მოძიებას;

 )ახორციელებს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა ანკეტური გამოკითხვებისა და ინტერვიუების ჩატარების ორგანიზებას და მათ გაანალიზებას;

 ) ახორციელებს კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და კმაყოფილების დონის კვლევა

მუხლი 5. სტუდენტთა კარიერული განვითარებისა და კურსამთავრებულთა დასაქმების სამსახურის მიზანი, ამოცანები და ფუნქციები

5.1  სამსახურის მიზანია:

) ხელი შეუწყოს სტუდენტების დასაქმებისთვის აუცილებელი ზოგადი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და განვითარებას;

 ) ხელი შეუწყოს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შრომის ბაზარზე თავის დამკვიდრებაში.

გ) კარიერული ცნობიერების ამაღლება, სტუდენტური ცხოვრების უზრუნველყოფა და უცხოელი სტუდენტების ადგილობრივ გარემოში ინტეგრირება.

5.2  სამსახურის ამოცანაა:

) სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობა;

) სტუდენტთა კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა;

) სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის  უწყვეტი განათლების ციკლის ხელშეწყობა;

 ) კურსდამთავრებულთა ელექტრონული ბაზების წარმოება;

5.3  სამსახურის ფუნქციაა:

ა) უნივერსიტეტში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, სპორტული და კულტურული გარემოს ხელშეწყობა და განვითარება. საუნივერსიტეტო სპორტის განვითარება, სპორტის პოპულარიზაცია, სპორტული ღონისძიებების ორგანიზება

 უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობის უზრუნველყოფა;

 ) უცხო ქვეყნის სტუდენტებისთვის ახალ გარემოში ინტეგრაციის მიზნით შეხვედრების ორგანიზება და კონსულტაციების გაწევა;

) სტუდენტებსა და დამსაქმებლებს შორის მჭიდრო ურთიერთკავშირის უზრუნველყოფის მიზნით კონკრეტული თემატური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

) შრომის ბაზრის კვლევის მიზნით სტუდენტებისა და დამსაქმებლების პერიოდული ანკეტირება-გამოკითხვა სხვადასხვა სპეციალობის მქონე ადამიანურ რესურსებზე მოთხოვნა/მიწოდების დადგენის მიზნით;

) პროფესიული განვითარების მიზნით შესაბამისი კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების/კურსების/სემინარების ორგანიზების უზრუნველყოფა.

) შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტების, ასევე სხვა მოწყვლადი ჯგუფების (სოციალურად დაუცველი, დევნილი ოჯახები და სხვ.) დასაქმების ხელშეწყობის მიზნით უზრუნველყოს მათი აღრიცხვა და შეიმუშავოს პერსონალიზებული მიდგომები დამსაქმებლებთან.

ზ)სპორტულ ორგანიზაციებთან (ფედერაციებთან, ასოციაციებთან, კლუბებთან),  კერძო და სახელმწიფო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა;

 

მუხლი 6. დასკვნითი დებულებები

1. სტუდენტთა კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების სამსახურის დებულება ამტკიცებს უნივერსიტეტის რექტორი;

 

2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, აგრეთვე ძალადაკარგულად გამოცხადება ხდება კანონმდებლობის შესაბამისად.