Untitled-1ჯემალ(გურამ) ძაგანია


საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი 

 

დაიბადა 01.01.1941 წ. თბილისში. 1958 წელს დაამთავრა თბილისის 65-ესაშუალო სკოლა, 1964 წელს საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი ფიზიკური აღზრდის მასწავლებლის სპეციალობით, 1976 წელს თბილისისსახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1964-65 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიაში. 1966-67 წლებში მუშაობდა თბილისის 67–ესაშუალო სკოლაში ფიზიკური აღზრდის მასწავლებლად. 1967 წლიდან საქართველოს ფიზიკურიკულტურის ინსტიტუტის ფეხბურთის, ჩოგბურთისა და ხელბურთის კათედრის მასწავლებლად და უფროს მასწავლებლად. 1980-92 წლებში იყო პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი, 1984 წელს მიენიჭა დოცენტის წოდება.1992-2005 წლებში - პრორექტორი სამეცნიერო მუშაობის დარგში. 2005 წლიდანსპორტის აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. გამოქვეყნებული აქვსორმოცდაათამდე სამეცნიერო ნაშრომი, ხუთი სახელმძღვანელო და ექვსი მონოგრაფია.

1987 წელს დაიცვა საკანდიდატო ხოლო 1999 წელს სადოქტორო დისერტაცია პედაგოგიკაში. 1992წელს მიენიჭა პროფესორის წოდება.

  არის საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი (1979), საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის დამსახურებული მუშაკი (1998), საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ხელბურთში (1982). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000). მიენიჭა სპორტის რაინდის წოდება  (2016). დაჯილდოებულია საქართველოს ოლიმიური კომიტეტის მედლით (2016).