საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 11 ივნისის N 01/10 ბრძანებით გამოცხადებული აკადემიური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ

უკან დაბრუნება

                            

 

               საქართველოს    ფიზიკური  აღზრდისა  და  სპორტის  სახელმწიფო

                                                    სასწავლო    უნივერსიტეტი

                                                                   ბრძანება N

                  ქ. თბილისი                                                               11 აგვისტო  2014  წელი 

 

 

 

საქართველოს      ფიზიკური  აღზრდისა  და  სპორტის   სახელმწიფო  სასწავლო   უნივერსიტეტის რექტორის     2014 წლის 11 ივნისის  N 01/10  ბრძანებით      გამოცხადებული აკადემიური    თანამდებობის    დასაკავებელი   კონკურსის    შედეგების დამტკიცების   შესახებ.                                   

 ”უმაღლესი  განათლების  შესახებ” საქართველოს კანონის  22-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა  და     და   საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის      დადგენილება №64   საფუძველზე,        

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1.  დამტკიცდეს  სსიპ    საქართველოს  ფიზიკური  აღზრდისა  და  სპორტის    სახელმწიფო    სასწავლო უნივერსიტეტის   რექტორის  მოვალეობის შემსრულებლის   2014 წლის 11 ივნისის  N 01/10    ბრძანებით    გამოცხადებული აკადემიური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის შედეგები  დანართის შესაბამისად( თან ერთვის).     
  2.  სსიპ     საქართველოს     სახელმწიფო      ფიზიკური  აღზრდისა  და  სპორტის       სახელმწიფო  უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის   2014 წ.  28 ივლისის   N 01/13  ბრძანებით     დანიშნული აკადემიური პერსონალის  საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი( N 1,   10 აგვისტო 2014 წელი) ცნობილ იქნას ამ ბრძანების განუყოფელ ნაწილად.
  3. დაევალოს უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს პროფ. ჯ. ძაგანიას ამ ბრძანებით შესაბამის აკადემიურ თანამდებობებზე დანიშნულ პირებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
  4. ინფორმაცია კონკურსის შედეგების  და შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავების შესახებ განთავსდეს უნუვერსიტეტის ვებ- გვერდზე.
  5. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
  6. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ( მის. ქ. თბილისი დავით  აღმაშენებლის   ხეივანი მე-12 კმ. N6).        
 

საკონკურსო კომისიის (ოქმი N 1) რეკომენდაციის საფუძველზე  პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ- პროფესორისა და სისტენტის  აკადემიურ თანამდებობებზე დაინიშნონ შემდეგი კონკურსანტები:

 

პროფესორის აკადემიურ  თანამდებობაზე არჩეულ იქნას: 

 1.ბუაძე შოთა(ფიზიკური აღზრდის თეორია და მეთოდიკა)

 

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ   თანამდებობაზე არჩეულ იქნენ: 

1.დოლაბერიძე ირაკლი(აღმოსავლური ორთაბრძოლები)

2.კერკენჯია მაია (ლათინური ენა) 

                                                                                                                   

ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობაზე არჩეულ იქნან: 

 1.მოცრაძე კახაბერ (სამბო, ქართული ჭიდაობა)

2. კომახიძე თეიმურაზ ( ალპინიზმი)  

            

 

 

რექტორის მოვალეობის

   შემსრულებელი                                                                                                     ჯემალ ძაგანია