კათედრები
სპორტის უმაღლესი სასწავლებლის 80 წლიანი ისტორიის განმავლობაში, პრაქტიკული დისციპლინების კათედრები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ.
კათედრებზე ყოველთვის აქტიურად ხდებოდა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის წარმართვა, გავლენიან ჟურნალებში სტატიების გამოქვეყნება, მეთოდური სახელმძღვანელოების შექმნა, სპორტის შესაბამისი სახეებისთვის ახალი და ეფექტური საწვრთნელი სტრატეგიების დამუშავება, უმაღლესი კვალიფიკაციის სპორტსმენთა და მათ მწვრთნელთა სამეცნიერო კონსულტირება, და რაც ყველაზე მთავარია – კათედრებზე შემავალ სტუდენტთა ჩამოყალიბება მომავალ მწვრთნელებად, სპეციალობების მიხედვით.
კათედრებზე ამჟამად მოღვაწე პროფესორ-მასწავლებელთა მიერ, ყველა ზემოთდასახელებული სამუშაო კვლავ ნაყოფიერად მიმდინარეობს, რითაც ხელი ეწყობა საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და მრავალი მაღალკვალიფიციური მწვრთნელის აღზრდით, მაღალ მიღწევათა სპორტში შედეგების ზრდას.
მწვრთნელთა ფაკულტეტზე შემავალი კათედრებია:
- ფიზიკური აღზრდის და სპორტის თეორიის, მეთოდიკის, მენეჯმენტისა და ისტორიის კათედრა
- პედაგოგიკის, ფსიქოლოგიისა და სოციოლოგიის კათედრა
- სპორტთამაშების კათედრა (ფეხბურთი, ჩოგბურთი, ხელბურთი, რაგბი, კალათბურთი, ფრენბურთი, ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი და მოძრავი თამაშები)
- სპორტის გამოყენებითი სახეების და ორთაბრძოლების კათედრა (ძიუდო, ჭიდაობა, კარატე, კრივი, ფარიკაობა, ძალოსნობა, ტყვიის სროლა)
- სპორტის მასობრივი სახეების კათედრა (მძლეოსნობა, ტანვარჯიში, სპორტის საწყალოსნო სახეობები)