The post აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები appeared first on საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
]]>საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს შემადგენლობის განახლების მიზნით ცხადდება აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები.
დეტალების სანახავად გთხოვთ ჩამოტვირთოთ ფაილი.
The post აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები appeared first on საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
]]>The post ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონების სამსახიობო კარიერა appeared first on საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
]]>სპორტისა და კინოს სამყაროები, ერთი შეხედვით, ერთმანეთისგან შორს დგანან. თუმცა ისტორია გვიჩვენებს, რომ სპორტული პოდიუმიდან სცენამდე გზა ზოგჯერ სრულიად ბუნებრივად იკვეთება. ფიზიკური სრულყოფილება, დისციპლინა, ემოციური გამძლეობა და აუდიტორიასთან კავშირის უნარი – ეს ის თვისებებია, რომლებიც დიდ სპორტსმენებს ეკრანის ვარსკვლავებადაც აქცევს.
ჯონი ვაისმიულერი – ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი ცურვაში, პარიზი 1924 – 3 ოქრო, ამსტერდამი 1928 – 2 ოქრო. იყო აშშ-ის 52-გზის ჩემპიონი, მსოფლიო რეკორდი 28-ჯერ გააუმჯობესა. ისტორიაში პირველი მოცურავეა, რომელმაც 100 მ, 1 წუთზე ნაკლებ დროში დაფარა. სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ მან სრულიად სხვა სტიქია დაიპყრო – კინო. 1934-1948 წლებში 19 ფილმში განასახიერა ტარზანი.
სონია ჰენი – ფიგურულ ციგურაობაში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი (1928, 1932 და 1936). 1927–1936 წლებში ზედიზედ ათჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი და ექვსჯერ ევროპის ჩემპიონი. 11 წლის ასაკში მონაწილეობდა 1924 წლის პარიზის ზამთრის ოლიმიურ თამაშებზე. 24 წლის ასაკში სპორტს დაემშვიდობა და ჰოლივუდის ყინულის ბალეტის ვარსკვლავად იქცა. 1941 წელს მიიღო ამერიკის მოქალაქეობა და 27 ფილმში ითამაშა.
ტონი ზაილერი – 1956 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების სამგზის ჩემპიონი სამთო-სათხილამურო სპორტში. 23 წლის ასაკში მოულოდნელად დატოვა სპორტი და კინოს სამყაროში გადაინაცვლა. მონაწილეობა მიიღო 32 ფილმში, მათგან 22-ში მთავარ როლში. ზაილერს სიმღერის ნიჭიც აღმოაჩნდა – გამოსცა 18 დისკი.
კარლ ლუისი – ცხრა ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელი და მძლეოსნობის ერთ-ერთი უდიდესი ფიგურა. სპორტული კარიერის შემდეგ სცადა თავი კინოში და ტელევიზიაში.
კარიმ აბდულ-ჯაბარი – NBA-ს 6-გზის ჩემპიონი: 6-გზის MVP, 19-ჯერ ითამაშა All-Star. კინოში მისი დებიუტი შედგა ფილმში „სიკვდილის თამაში“.
მაიკლ ჯორდანი – NBA-ს 6-გზის ჩემპიონი: 6-გზის MVP, 14-ჯერ ითამაშა All-Star. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი (1984 წელი – ლოს-ანჯელესი, 1992 წელი – ბარსელონა). მონაწილეობდა ფილმებში „Space Jam“, „Malcolm X“, „Boomerang“.
შაკილ ო’ნილი – NBA-ს 4-გზის ჩემპიონი: 3-გზის MVP, 15-ჯერ ითამაშა All-Star. ატლანტას 1996 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონი. გადაღებულია ფილმებში „Space Jam“, „Kazaam“, „Grown Ups 2“.
არნოლდ შვარცენეგერი – შვიდგზის „მისტერ ოლიმპია“. გადაღებულია ფილმებში „კონანი ბარბაროსი“, „ტერმინატორი“, „მტაცებელი“, „კომანდო“, „სრული გახსენება“ და „ნამდვილი ტყუილები“. 2003–2011 წლებში იყო აშშ-ის შტატის – კალიფორნიის გუბერნატორი.
ჯონ სინა – 16-გზის მსოფლიო ჩემპიონი WWE-ში. იყო კოლეჯის ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავი (NCAA Division III) და ბოდიბილდერი. ჯონ სინა გადაღებულია ფილმებში „მშვიდობისმყოფელი“ და „ფორსაჟი“.
დუეინ ჯონსონი – თავდაპირველად ამერიკული ფეხბურთელი იყო, შემდეგ კი WWE-ს (რესლინგი) ლეგენდა გახდა და 10-ჯერ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. გადაღებულია ფილმებში „მუმია ბრუნდება“, „მორიელების მეფე“, „ფორსაჟი“, „ჯუმანჯი“ და მრავალ სხვა ბლოკბასტერებში.
ჩაკ ნორისი – მსოფლიო კარატეს ლეგენდა, 1968-1974 წლებში ზედიზედ ექვსჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. დებიუტი ჰქონდა ფილმში „დრაკონის გზა“, მოგვიანებით სერიალმა „უოკერი, ტეხასელი რეინჯერი“ ის მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავად აქცია.
კურტ სტივენ ენგლი – ატლანტას 1996 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, მან ეს ტიტული გატეხილი კისრით მოიპოვა. WWE ცამეტი გზის მსოფლიო ჩემპიონი. მონაწილეობდა ფილმებში „Warrior“ და „End Game“.
მაიკ ტაისონი – პროფესიონალურ კრივში 20 წლის ასაკში, 1985 წელს, გახდა მძიმე წონის მსოფლიო ჩემპიონი. მსოფლიო ჩემპიონი სუპერმძიმე წონით კატეგორიაში WBC ვერსიით (1987-1990, 1995-1996), მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი პროფესიონალთა შორის (1987-1990). გადაღებულია ჰოლივუდურ და სატელევიზიო ფილმებში „The Hangover“, „Ip Man 3“.
რონდა როუზი – პირველი ქალი მსოფლიოს ჩემპიონი UFC-ში (Bantamweight Division), ორგზის მსოფლიო ჩემპიონი. ჰოლივუდური დებიუტი ჰქონდა ფილმებში „Fast & Furious 7“, „Mile 22“, „Road House“.
ლევან თედიაშვილი – ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში. მისი მონაწილეობით ცნობილია ფილმი „ხარება და გოგია“, სადაც იგი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს (გოგია). იყო თბილისის სპორტკომიტეტის თავმჯდომარე; სახელმწიფო რწმუნებული. საქართველოს მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი.
ომარ ფხაკაძე – ქართული სპორტის ისტორიაში ერთადერთი მსოფლიო ჩემპიონი ველოსპორტში, მან ეს ტიტული 1965 წელს ესპანეთის ქალაქ სან-სებასტიანში მოიპოვა. მსოფლიო ჩემპიონატებზე ასევე მოპოვებული აქვს ვერცხლის (1969 წ.) და ბრინჯაოს (1966 წ.) მედლები. იყო სსრ კავშირის 10-გზის ჩემპიონი და 4-გზის თასის მფლობელი. გადაღებულია მხატვრულ ფილმში „ხარება და გოგია“, რომელშიც ასრულებს ერთ-ერთი მთავარი გმირის – ხარებას როლს.
დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული პიროვნებები არ ყოფილან მხოლოდ ჩემპიონები ან მსახიობები; ისინი იქცნენ ეპოქის სიმბოლოებად. მათი ცხოვრება გვიჩვენებს, რომ გამარჯვება მხოლოდ პოდიუმზე არ წყდება; ზოგჯერ იგი გრძელდება ეკრანზე, სცენაზე და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იქ, სადაც სპორტული სული ხელოვნების ენაზე იწყებს საუბარს.
სტატიის ავტორი: პროფესორი, ჯემალ ძაგანია
The post ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონების სამსახიობო კარიერა appeared first on საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
]]>The post საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს რეგისტრაციას საკალათბურთო კლუბში! appeared first on საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
]]>გიყვარს კალათბურთი და ხარ სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტი? მაშინ, შენ შეგიძლია გამოიყენო ეს შესაძლებლობა!
საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს რეგისტრაციას საკალათბურთო კლუბში. შეუერთდი ენერგიულ გუნდს, გააუმჯობესე შენი უნარები და ითამაშე გამარჯვებისთვის!
დეტალებისთვის მოგვწერეთ:
Natia.machavariani@sportuni.ge
ტელ. ნომერი: 577178061
სპორტუნის სტუდენტთა კარიერული განვითარების სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი
The post საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს რეგისტრაციას საკალათბურთო კლუბში! appeared first on საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
]]>The post საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიენიჭა EUSA-ს ასოცირებული წევრის დროებითი სტატუსი appeared first on საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
]]>საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიენიჭა EUSA-ს ასოცირებული წევრის დროებითი სტატუსი.
ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია უნივერსიტეტის საერთაშორისო აღიარებისა და განვითარების გზაზე, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს მის პოზიციებს ევროპულ საგანმანათლებლო და სპორტულ სივრცეში.
The post საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიენიჭა EUSA-ს ასოცირებული წევრის დროებითი სტატუსი appeared first on საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
]]>The post კონკურსი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე appeared first on საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
]]>სპორტის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების ფაკულტეტის საბჭო აცხადებს კონკურსს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
განცხადებების მიღება: 2026 წლის 17 მარტიდან 30 მარტის ჩათვლით;
დოკუმენტაციის მიღების დრო: 10:00-დან 17:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა);
არჩევნების თარიღი: 2026 წლის 16 აპრილი;
მისამართი: უნივერსიტეტის კანცელარია, ქ. თბილისი, ეგნატე ნინოშვილის №55, მე-3 სართული.
The post კონკურსი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე appeared first on საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
]]>The post არჩევნები სპორტის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე appeared first on საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
]]>სსიპ – საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების ფაკულტეტის საბჭო აცხადებს არჩევნებს ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად.
არჩევნების ჩატარების თარიღი: 2026 წლის 22 მაისი;
განცხადებების მიღება: 2026 წლის 17 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით;
დოკუმენტაციის მიღების დრო: 10:00-დან 17:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა);
მისამართი: უნივერსიტეტის კანცელარია, ქ. თბილისი, ეგნატე ნინოშვილის №55, მე-3 სართული.
The post არჩევნები სპორტის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე appeared first on საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
]]>The post უცნობი ოლიმპიური ჩემპიონი, დროის ნისლში დაკარგული ბიჭუნა appeared first on საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
]]>ოლიმპიური თამაშების დიდებულ მატიანეში არის ერთი ჩუმი, თითქმის ზღაპრული ეპიზოდი – ამბავი პატარა ბიჭუნასი, რომლის სახელი დროთა ქარბორბალამ წაშალა, თუმცა მისი გამარჯვება სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით აღიბეჭდა.
1900 წელი, პარიზი, რიგით მეორე თანამედროვე ოლიმპიური თამაშები. მდინარე სენაზე აკადემიური ნიჩბოსანობის ფინალი მიმდინარეობს. ჰოლანდიურ ეკიპაჟს – ფრანსუა ბრანტსა და რულოფ კლაინს – სერიოზული პრობლემა შეექმნათ: მათი მესაჭე ზედმეტად მძიმე იყო, რაც გადამწყვეტ წამებს ართმევდათ. სპორტსმენებმა ელვისებური და სარისკო გადაწყვეტილება მიიღეს, ნავში იქვე მყოფი, შემთხვევითი პარიზელი ბიჭუნა ჩაისვეს.
პატარა სხეული და გიგანტური პასუხისმგებლობა: მას უნდა ემართა ნავი, ეგრძნო წყლის წინააღმდეგობა და ტაქტიკური ალღოთი მიეყვანა გოლიათები გამარჯვებამდე. ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ის 10 წლამდე ასაკის იქნებოდა. როდესაც ნავის ცხვირმა ფინიშის ხაზი გადაკვეთა, ოქრო ჰოლანდიის ნაკრებს ერგო. ბიჭუნამ ჩემპიონებთან ერთად ფოტო გადაიღო და… გაუჩინარდა. იგი გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, რომელიც არც ოფიციალურ ოქმებში ფიგურირებს და არც საზეიმო სიებში. იგი იყო და, ამავდროულად, თითქოს არც ყოფილა.
ათწლეულების შემდეგ, ამერიკულმა გამოცემამ „უოლ სტრიტ ჯორნალმა“ (The Wall Street Journal), გამოაქვეყნა სტატია, რომელიც სწორედ ამ იდუმალ ფიგურას მიუძღვნა. ავტორი სვამდა კითხვას: ვინ არის ფოტოზე აღბეჭდილი ყველაზე პატარა ოლიმპიელი? 1900 წლის გაცვეთილ ფოტოზე, ორ გამარჯვებულ გოლიათს შორის, პატარა ბიჭი დგას. მისი მზერა პირდაპირ ობიექტივს გასცქერის, ბავშვური სისპეტაკით, მაგრამ საოცარი, კაცური სერიოზულობით.
„ეს არის ოლიმპიადის ისტორიაში ყველაზე დიდი საიდუმლო,“ – ამბობდა ოლიმპიადის ისტორიკოსთა საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტი დევიდ უოლეჩინსკი, რომელიც წლების განმავლობაში ავრცელებდა ამ ფოტოს იმ იმედით, რომ ვინმე ამოიცნობდა უცნობ ჩემპიონს.
ისტორიის თეთრ ლაქებს ხშირად ერთი უბრალო მოგონება ავსებს. გაჩნდა ჰიპოთეზა, რომელმაც ამ ამბავს მოულოდნელი, კავკასიური ელფერი შესძინა. ქართველმა ისტორიკოსმა და ჟურნალისტმა პაატა ნაცვლიშვილმა ოლიმპიადის ისტორიკოსთა საზოგადოებას გაუგზავნა კვლევა, რომელიც ამტკიცებდა, რომ უცნობი ბიჭუნა შესაძლოა წარმოშობით ქართველი, შემდგომში გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე – გიორგი ნიკოლაძე ყოფილიყო.
ეს ვერსია 1980 წელს ჩაწერილ ინტერვიუს ეყრდნობოდა, სადაც ნიკოლაძის და რუსუდანი იხსენებდა, თუ როგორ მოიგო მისმა ძმამ „ნავების შეჯიბრი საფრანგეთში“ სწორედ 1900 წელს. იმ პერიოდში ნიკოლაძეების ოჯახი მართლაც პარიზში იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიელი ისტორიკოსი ანტონი ბიჟრეკი ფრთხილობს და მიიჩნევს, რომ საიდუმლო კვლავ ამოუხსნელია, ქართული კვალი ერთ-ერთი ყველაზე დამაჯერებელი და პოეტურია ამ ისტორიაში.
ასე დგას დროის ნისლში პატარა მესაჭის ფიგურა, ბავშვი, რომელმაც ოლიმპიურ ჩემპიონებს გზა გაუკვალა და თავად ისტორიის ლაბირინთებში დაიკარგა. იქნებ ის მართლაც ქართველი გიორგი იყო? ან იქნებ პარიზელი ქუჩის ბიჭუნა, რომელსაც შემთხვევით შესთავაზეს ნავში დაჯდომა?
ფაქტი ერთია: ოლიმპიური თამაშების გრანდიოზულ ეპოსში, გმირთა შორის, ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი დღემდე უცნობად რჩება. და იქნებ სწორედ ამაშია მისი განსაკუთრებული სიმბოლიზმი — რომ სპორტის ისტორია მხოლოდ სახელებსა და რეკორდებს კი არა, ადამიანურ საიდუმლოებებსაც ინახავს.
სენა ისევ მიედინება. პარიზი კვლავ ანათებს. ოლიმპიური დროშა თაობიდან თაობას გადაეცემა. და სადღაც, ძველ ფოტოზე, პატარა ბიჭი კვლავ ამაყად დგას ოქროს მედლით, მაგრამ სახელის გარეშე და მარადისობას შესცქერის.
The post უცნობი ოლიმპიური ჩემპიონი, დროის ნისლში დაკარგული ბიჭუნა appeared first on საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
]]>The post სამ დღიანი სტაჟირება იტალიაში appeared first on საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
]]>საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია, სპორტული მედიცინისა და მეცნიერების აკადემიასთან თანამშრომლობით, ახორციელებს სამდღიან საერთაშორისო სტაჟირების პროგრამას თემაზე:
„ფუნქციური შეფასება, მოძრაობის ანალიზი და რეაბილიტაცია“
პროგრამა გაიმართება იტალიაში, ქალაქ ბერგამოში, მიმდინარე წლის 16-20 მარტს.
პროგრამა განკუთვნილია ფიზიოთერაპიის, რეაბილიტაციისა და სპორტული მედიცინის მიმართულების სტუდენტებისა და მოქმედი სპეციალისტებისთვის და მიზნად ისახავს თანამედროვე კლინიკური და პრაქტიკული კომპეტენციების განვითარებას ფუნქციური შეფასებისა და შეფასებაზე დაფუძნებული რეაბილიტაციის მიმართულებით.
პროგრამა განხორციელდება სრულად პრაქტიკულ ფორმატში, რაც უზრუნველყოფს მონაწილეთა აქტიურ ჩართულობას და პროფესიულ გამოცდილებას საერთაშორისო გარემოში.
ღირებულებაში შედის:
The post სამ დღიანი სტაჟირება იტალიაში appeared first on საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
]]>The post ქალ მეცნიერთა საერთაშორისო დღე appeared first on საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
]]>ქალ მეცნიერთა საერთაშორისო დღე ჩვენი მადლიერებისა და პროფესიული პატივისცემის გამოხატვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.
განსაკუთრებულად გვინდა გამოვყოთ ქალბატონი ეკა ხურციძე, ბიოქიმიის მიმართულებით აკადემიური დოქტორი და ასოცირებული პროფესორი, რომლის პროფესიული საქმიანობა წლებია ეფუძნება კვლევის კულტურას, აკადემიურ ხარისხსა და ახალგაზრდების განათლებას.
მისი პროფესიული მიღწევები შთამბეჭდავია:
მისი ერთ-ერთი ნაშრომი მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა და წლის საუკეთესო კვლევებს შორის დასახელდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის აკადემიურ დონეს.
ქალბატონი ეკას პროფესიული გზა არის მაგალითი იმისა, თუ როგორ ერთიანდება მეცნიერება, პედაგოგიური გამოცდილება და საერთაშორისო აკადემიური ჩართულობა ერთ მიზანში — ცოდნის განვითარებასა და მომავალი თაობის მხარდაჭერაში.
ვამაყობთ, რომ იგი ჩვენი უნივერსიტეტის აკადემიური სივრცის ნაწილია და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მის განვითარებაში.
The post ქალ მეცნიერთა საერთაშორისო დღე appeared first on საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
]]>The post FIEPS-ის წარმომადგენელთა ვიზიტი საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში appeared first on საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
]]>მიმდინარე წლის 2-3 თებერვალს, საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვია ორგანიზაცია FIEPS-ის (ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საერთაშორისო ფედერაცია) წარმომადგენლობა: ბატონი დარიო ნოვაკი და ბატონი ბრანისლავ ანტალა.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები უნივერსიტეტის წარმომადგენლობასთან, სადაც გაიხსნა საქართველოში FIEPS-ის ოფიციალური ოფისი და დაიგეგმა 2028 წლის მსოფლიო კონგრესის მასპინძლობის საკითხები.
საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად ერთვება მსოფლიო კონგრესის ორგანიზების საკითხებში და უმასპინძლებს მსოფლიო მასშტაბის ღონისძიებას სპორტის სფეროსში.
The post FIEPS-ის წარმომადგენელთა ვიზიტი საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში appeared first on საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
]]>