საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებითა და Erasmus+ ტრენინგ მობილობის პროგრამის ფარგლებში, დღეს, 7 ივლისს, ჩვენს უნივერსიტეტს თურქეთის მემედ აქიფ ერსოის უნივერსიტეტიდან კიდევ ორი კოლეგა ეწვია.
ამჯერად სამუშაო ვიზიტით გვესტუმრნენ სპორტის მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენელი მერთ ნალბათი და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მიმართულების სპეციალისტი ემირჰან ფეჰლივანი.
საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სპორტის ფსიქოლოგიის აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს, რაც სპორტსმენთა მენტალურ მომზადებას, მოტივაციასა და კეთილდღეობას უკავშირდება. გარდა ამისა, კოლეგებმა გაცვალეს გამოცდილება სპორტული ტურიზმის განვითარებასა და საერთაშორისო საუნივერსიტეტო სპორტული ღონისძიებების ერთობლივად დაგეგმვის პერსპექტივებზე.
ეს ვიზიტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო აკადემიური თუ პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების გზაზე.



