ტატიანა მერმანიშვილი
ასოცირებული პროფესორი
სამუშაო გამოცდილება
ტატიანა მერმანიშვილი 1979-1983 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის კათედრის კლინიკური ორდინატორი.
1984-1994 წლებში იყო ქალაქ თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს პათოლოგიური ანატომიის განყოფილების ექიმი-პათოლოგონატომი.
1994-1996 წლებში იყო ქალაქ თბილისის კლინიკური პათოლოგიის ცენტრის ზოგადი პათოლოგიისა და განსაკუთრებით საშიში ინფექციების განყოფილების გამგე.
1994-2008 წლებში იყო საქართველოს სამედიცინო ინსტიტუტ „დასტაქარი“-ს პედაგოგი.
1996-2008 წლებში იყო პ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის განყოფილების გამგე.
1996-2002 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი.
2002 წლიდან დღემდე არის ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის მორფოლოგიის ლაბორატორიის გამგე.
2002-2018 წლებში იყო მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკის მორფოლოგიის ლაბორატორიის გამგე.
2003-2008 წლებში იყო ქალაქ თბილისის IV კლინიკური საავადმყოფოს ნეირომორფოლოგიის ლაბორატორიის გამგე.
2005-2019 წლებში იყო წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საპატრიარქოს სამედიცინო ცენტრის (ყოფილი ნიკოლოზ ბარნოვის სახელობის ჰოსპიტალის) მორფოლოგიის ლაბორატორიის გამგე.
2008-2010 წლებში იყო ქალაქ თბილისის საერო უნივერსიტეტ „გაენათი“-ს ასოცირებული პროფესორი.
2008-2012 წლებში იყო „ნიუ ჰოსპიტალი“-ს პათოლოგიური ანატომიის განყოფილების გამგე.
2011-2018 წლებში იყო თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი „ჰიპოკრატე“-ს ასოცირებული პროფესორი პათოლოგიური ანატომიის მიმართულებით.
2017 წლიდან დღემდე არის საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
დამატებითი ინფორმაცია
გამოქვეყნებული აქვს 40 სამეცნიერო შრომა. მშობლიური ენის გარდა მეტყველებს რუსულ და ინგლისურ ენებზე.