მაია ჩხარტიშვილი
პროფესორი
განათლება
მაია ჩხარტიშვილმა 1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი;
1984 მიენიჭა ექიმ-თერაპევტის კვალიფიკაცია;
2002 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.
სამუშაო გამოცდილება
1992-2001 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის სპორტული მედიცინის კათედრის უფროსი მასწავლებელი;
2002-2007 წლებში – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის მედიკო-ბიოლოგიური მიმართულების ასოცირებული პროფესორი;
2007-2011 წლებში – თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი;
2012-2015 წლებში – საპატრიარქოსთან არსებული წმინდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
2014 წლიდან დღემდე არის საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი.
დამატებითი ინფორმაცია
გამოქვეყნებული აქვს 25 სამეცნიერო ნაშრომი;
2004 წლიდან არის სპორტული მედიცინის ასოციაციის წევრი;
2007 წელს მინიჭებული აქვს საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის ჯილდო;
2008 წელს – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ჯილდო.