/ მწვრთნელთა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი / გენადი გიკაშვილი
ჯემალ ძაგანია
გიორგი ზუბიტაშვილი
გენადი გიკაშვილი
დავით ყარანგოზაშვილი
მანანა მნათობიშვილი
ქეთევან ინასარიძე
ტრისტან გულბიანი
ქეთევან ქობალია
ალექსანდრე გობირახაშვილი
ედუარდ ფეროიანი
ვასილ ბაკაშვილი
ვასილ ლიპარტელიანი
ზაზა ჯაფარიძე
ზვიად მიქაძე
თამაზ ჯაში
თეიმურაზ ლორთქიფანიძე
მანუჩარ დვალი
ირაკლი დოლაბერიძე
მერაბ თხელიძე
ნინო ძაგანია
ნიკოლოზ გოგოლაძე
ნელი პაპუკაშვილი
მამუკა მაღლაკელიძე
მარიამ პაპიაშვილი
ედიშერ მაჩაიძე
გივი გოგოძე
ვახტანგ ლუაშვილი
ირინა სიმონიანი
იური გონაძე
ლევან მგელაძე
ლუდვიგ ღაღანიძე
მერაბ მაისურაძე
მერაბ მეტრეველი
ნიკოლოზ ლეშკაშელი
ნინო ბერიანიძე
რევაზ ვაწაძე
ალექსანდრე თავართქილაძე
(+995) 577 401 828
genadi.gikashvili@sportuni.ge

გენადი გიკაშვილი

პროფესორი

განათლება

გენადი გიკაშვილმა 1983 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის მწვრთნელთა ფაკულტეტი.

1983-1988 წლებში სწავლობდა მოსკოვის ცენტრალური სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის ასპირანტურაში.

1990 წელს წელს მიენიჭა მეცნიერებათა კანდიდატის წოდება.

 

სამუშაო გამოცდილება

გენადი გიკაშვილი 1988-2005 მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიაში, სპორტთამაშების კათედრაზე: ჯერ მასწავლებლად, შემდეგ უფროს მასწავლებლად, ბოლოს კი იყო დოცენტი;

2005-2007 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის პროფესორი, სპორტთამაშების კათედრის გამგე და ბოლოს, სპორტთამაშების დეპარტამენტის უფროსი;

2007-2012 წლებში იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ცენტრ „სპორტის აკადემიაში“, პროფესორი;

2013 წლიდან დღემდე არის საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო  უნივერსიტეტის სპორტთამაშების კათედრის პროფესორი.

 

დამატებითი ინფორმაცია

გენადი გიკაშვილი იყო 1992 წელს საქართველოში პირველად შექმნილი ფრენბურთის კლუბ „კოლხის“ პრეზიდენტი და მთავარი მწვრთნელი. მისი უშუალო ხელმძღვანელობით ქალთა  გუნდი „კოლხი“ გახდა ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული 1996, 1997, 1998 და 1999 წლებში, ხოლო 1998 და 1999 წლებში – ჩემპიონი საპლიაჟო ფრენბურთში.

მისი ხელმძღვანელობით, 2002, 2003 და 2004 წლებში, საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის ვაჟთა გუნდი გახდა საქარველოს ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული; 2003 წელს კი – საქარველოს უნივერსიადის ჩემპიონი.

მისი ხელმძღვანელობით, 2009 წელს, საქართველოს უნივერსიადაზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქალთა ნაკრებმა გუნდმა ფრენბურთში მოიპოვა I ადგილი.

გენადი გიკაშვილი მონაწილეობდა XIV (ქ. კიევი, 2010 წ.) და XXII (ქ. თბილისი, 2018 წ.) საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესებში  „ოლიმპიური სპორტი და სპორტი ყველასათვის“.

გენადი გიკაშვილს ფრენბურთის მიმართულებით გამოქვეყნებული აქვს 32 სამეცნიერო ნაშრომი და დაწერილი აქვს 29 წიგნი. არის საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე.