/ ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი / მანანა გოშაძე
(+995) 599 582 348
manana.goshadze@sportuni.ge

მანანა გოშაძე

ასოცირებული პროფესორი

განათლება

მანანა გოშაძემ 1972 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ფაკულტეტი, სტრუქტურული და გამოყენებითი ლინგვისტიკის სპეციალობით (კვალიფიკაცია: ლინგვისტი, ინფორმაციის ავტომატური დამუშავების სპეციალისტი).

1979 წელს მიენიჭა ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

1986 წელს მიენიჭა დოცენტის წოდება, 2006 წელს კი – დოქტორის აკადემიური ხარისხი.

 

სამუშაო გამოცდილება

მანანა გოშაძე 1975-1980 წლებში მუშაობდა ა. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, პედაგოგად.

1992-1993 წლებში იყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის („ალმა-მატერი“) დოცენტი.    

1980 წლიდან დღემდე არის საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, ამჟამად – მოწვეული მასწავლებელი.

2012 წლიდან დღემდე არის საქართველოს ღია სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

2013 წლიდან დღემდე არის საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი.

 

დამატებითი ინფორმაცია

მანანა გოშაძე 48 წიგნის რედაქტორი და კორექტორია, მათ შორის:  

„ქართული მულტიპლიკაციური კინოს მატიანე“ (630 გვ.), თბ., „სინემა“, 2012. რედაქტორი.

„სახელოვნებო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი“, ქართულ-რუსულ-ინგლისურ ენებზე.  შემდგენელი, მთავარი რედაქტორი (არის 6 000 სიტყვა, 1090 გვ.).

ამჟამად მუშაობს პროექტზე: „სასპორტო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი“ (ელექტრონული ვერსია).