/ სიახლე / მასტერკლასი ფიზიკური განათლების სწავლების მეთოდები...

მასტერკლასი ფიზიკური განათლების სწავლების მეთოდები

20 მაისს 19 საათზე გაიმართება მასტერკლასი ფიზიკური განათლების სწავლების მეთოდების შესახებ. მასტერკლასს გაუძღვება ალკალას უნივერსიტეტის დოქტორი როდრიგო რეი ვიეხო. აღსანიშნავია რომ როდრიგო იმყოფებოდა საქართველოში და სპორტის უნივერსიტეტის ბაზაზე ატარებდა კვლევას თავისი სადოქტორო ნაშრომისთვის, რომელიც ეხება საქართველოში ფიზიკური აღზრდის მასწავლებელთა და პროფესიონალთა მომზადებას.

შეხვედრის Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით. შეხვედრის სამუშაო ენაა ინგლისური, თუმცა შეხვედრა უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანით.

მასტერკლასის გაგრძელდება საათ-ნახევარი და მოიცავს შემდეგ თემებს:

  • ფიზიკური განათლება ესპანეთში - ფიზიკური აღზრდა არსებული განათლების სისტემის პირობებში;
  • საერთაშორისო გამოცდილება და პროფესიული შესაძლებლობები
  • ფიზიკური დატვირთვა და სპორტი;
  • სკანდინავიური ღია სივრცეში ჩასატარებელი პროგრამები;
  • ფიზიკური აღზრდის მასწავლებლების სახელმძღვანელოები, რესურსები და დავალებები;
  • სადოქტორო ნაშრომის მოკლე განხილვა, რომელის მთავარი მიზანი იყო საქართველოში 2017-2019 წლებში ფიზიკური აღზრდის პედაგოგების ტრენინგების შესწავლა;
  • ინკლუზიური განათლების განხილვა საქართველოს რეალობაში;
  • გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები საქართველოში.

მასტერკლასზე დასწრების მსურველებმა 18 მაისამდე გაიარეთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSe32mZoGOfgrlfweWeLKeXeISqVY3mPkQ2NcTFtwDd2slKA-g/viewform