/ სიახლე / ...

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2021-2022 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:

  • ფიზიკური აღზრდა და სპორტი (მწვრთნელი) - მისაღები რაოდენობა 6
  • ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია - მისაღები რაოდენობა 5  
  • სპორტის მენეჯმენტი - მისაღები რაოდენობა 8

 

საბუთების წარმოდგენის ვადა:

2 სექტემბრიდან 17 სექტემბრის 18:00 სთ.

 

წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი

სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა კანდიდატებმა   უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განცხადება (ივსება ადგილზე)
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
  • ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (შესაძლებელია ნოტარიულად დამტკიცებული ასლის წარმოდგენა) ან ცნობა შესაბამისი საფეხურის დამთავრებისა და კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის საგამოცდო ბარათი
  • ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის)
  • ფოტოსურათი 3x4 (CD)

 

საუნივერსიტეტო მისაღები გამოცდები ჩატარდება ორ ეტაპად:

  • გამოცდა სპეციალობაში 20 სექტემბერი 11:00 სთ-ზე სამივე საგანმანათლებლო პროგრამაზე;

საგამოცდო საკითხები იხილეთ შემდეგ ბმულზე:

გამოცდა ინგლისურ ენაში:

20 სექტემბერი 14:00 სთ-ზე;

21 სექტემბერი 11:00 სთ-ზე;

პირი, რომელიც წარმოადგენს ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს, განთავისუფლებულია შესაბამისი გამოცდიდან.

 

შედეგები გამოცხადდება 23 სექტემბერს

სააპელაციო განაცხადის წარმოდგენა 24 სექტემბერს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

აპელაციის და საბოლოო შედეგები გამოცხადდება 28 სექტემბერს.

 

სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა  საბუთები უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 49;

საკონტაქტო პირი: მაია ხურცილავა ელ. ფოსტა: khurcilavamaia@gmail.com ტელ:: 595 333 242