/ სიახლე / Erasmus+ სტუდენტთა გაცვლითი პროგრამა...

Erasmus+ სტუდენტთა გაცვლითი პროგრამა

გაცნობებთ, რომ ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი მობილობისათვის ლიეტუვის სპორტის უნივერსიტეტში (ლიეტუვა, კაუნასი) და ბუდაპეშტის ფიზიკური აღზრდის უნივერსიტეტში (უნგრეთი, ბუდაპეშტი). კონკურსის ფარგლებში სტუდენტი მიიღებს ERASMUS-ის სტიპენდიას და მგზავრობის დაფინანსებას.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატის საფეხურის მე-3 და მე-5 სემესტრის და მაგისტრატურის საფეხურის მხოლოდ პირველი სემესტრის სტუდენტებს. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა იცოდნენ ინგლისური ენა მინიმუმ B2 დონეზე და უნდა ჰქონდეთ მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA მინიმუმ 2.5).

კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელი პირობაა გაიაროთ შიდა

საუნივერსიტეტო შერჩევა რომელიც მოიცავს 3 საფეხურს: 

  • ინგლისური ენის გამოცდა (ინგლისური ენისB1/B2სერტიფიკატის ქონის

შემთხვევაში აპლიკანტი არ გადის გამოცდის ეტაპს)

  • დოკუმენტაციის წარმოდგენა (CV და სამოტივაციო წერილი ინგლისური ენაზე, ნიშნების ამონაწერი)
  • გასაუბრება ინგლისურ ენაზე.    

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/6nHSfonXqVfm8v5j8

განცხადების შევსების ბოლო ვადაა 22 ოქტომბერი და გამოცდა გაიმართება 26 ოქტომბერს. 

უნივერსიტეტების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ბმულს 

  1. https://www.lsu.lt/en/
  2. https://tf.hu/en